LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც არ უნდა მიძახონ, გაექანე ახლავე და გააჩინე ბავშვი, სანამ კოვიდი დაგემართებაო, არ ვიცი, რამდენად მომინდება, ამის გაკეთება – რას ფიქრობენ ქართველი ექიმები ფხაკაძის მოწოდებაზე

1333
ფორტუნა ექიმები

პროფესორ გიორგი ფხაკაძის მოწოდებას, ბავშვების სასწრაფოდ “გაკეთებასთან” დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ბევრი ხუმრობით და ბევრიც ხუმრობანარევი შიშით შეხვდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც შვებით ამოისუნთქა, რადგან ეს ვალი უკვე შესრულებული აქვს.

ფხაკაძე გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველია ჯანდაცვის საკითხებში, შესაბამისად ბევრს მისი აპრიორი სჯერა.

სასწრაფოდ გააკეთეთ ბავშვი, სანამ კოვიდი დაგემართებათ, მერე სპერმის ხარისხი იკარგება, დრო არ დაკარგოთ: გიორგი ფხაკაძე

ჩემი რჩევაა, ბავშვის კაკეთებას თუ აპირებთ, გააკეთეთ სანამ კოვიდი დაგემართებათ, დრო არ დაკარგოთ. რა იქნება ხვალ და ზეგ არავინ არ იცის

ხუმრობა კარგია, მაგრამ საინტერესოა, რას ამბობენ სპეციალისტები ამასთან დაკავშირებით.

ფაქტია, პანდემია უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება მსოფლიოში. სამწუხაროდ ბევრი გარდაიცვალა, ბევრმა გამოჯანმრთელდა და ბევრიც დაინფიცირებულია კორონავირუსით და თუ მართლა უქმნის საფრთხეს კოვიდი მამაკაცის სპერმას და შვილოსნობას, გამოდის კაცობრიობა იმაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე აქამდე ფიქრობდა.

თემაზე  „ფორტუნა“ რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი არსენ გვენეტაძეს ესაუბრა.

 

 

არსენ გვენეტაძის სიტყვებით,ზურაბ  საბახტარაშვილის რეპროდოლოგიურ კლინიკა ევროპული სამგზის  სერთიფიცირების, მაღალი დონის ექსპეტული კლინიკაა, შესაბამისად მუდმივი კავშირი აქვთ ასოციაციებთან. “ჯერჯერობით მსგავსი ტიპის კვლევები მტკიცებულების სახით არავის გამოუგზავნია. კატეორიული არ ვიქნები და არ ვიტყვი, რომ კვლევები არ მიმდინარეობს.”

 „რაიმე კვლევა, რომელიც ამბობს, რომ კოვიდის გადატანის შემდგომ სპერმის ხარისხი გახდა ცუდი და ნაყოფიერებისთვის უვარგისი, ჩემს ხელთ არ მოხვედრილა და ჩვენი კლინიკისთვის ის ცნობილი არაა.

ვარაუდი ყველაფერზე შეიძლება, რომ გამოთქვას ადამიანმა, მაგრამ მე თუ შვილის გაჩენა მინდა, ისედაც გავაჩენ და ასედაც. თუ არ მინდა, რაც არ უნდა დამიძახონ, გაექანე ახლავე და გააჩინე ბავშვი, სანამ კოვიდი დაგემართებაო, არ ვიცი, რამდენად მომინდება, ამის გაკეთება. სანამ ჯანმრთელად და კარგად ვარ, ის, რაც შემიძლია ვაკეთო დღეს, ვაკეთებ.

ადამიანების დაპანიკება და დაშინება ძალიან მარტივი თემა გახდა ვიღაცებისთვის. ის, რაც მოხდა, ერთი წლის წინ, გახსოვთ. პანდემიაა და ვიღუპებითო, ამბობდნენ. როგორც წესი, რეალობა სხვა არის და პანიკას კი არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლია.

განგაშს, რომელსაც საფუძველი ჯერჯერობით არ აქვს, ვფიქრობ, არ უნდა გახდეს ჩემი, როგორც მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუარესების გამომწვევი. ცხოვრება ძალიან მარტივია, როდესაც მას ძალისძალად, რაიმე გაუგებრობის გამო არ ირთულებს ადამიანი“. – ამბობს არსენ გვენეტაძე „ფორტუნასთან“. 

კითხვაზე, კოვიდ 19 პოტენციაზე მოქმედებს თუ არა, რეპროდუქტოლოგი პასუხობს:

„შემიძლია გითხრათ, რომ ახალგაზრდების 70/80 პროცენტს სქესობრივი ცხოვრების ხარისხი საკმაოდ დაბალი აქვთ და ამას კოვიდთან არავითარი კავშირი არ აქვს“.

 

ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ გიორგი ფხაკაძის მოწოდება, გაუმართლებელია, იმ შემთხვევეშიც კი თუ ის მართალია.

 

 

„ვერ ვხვდები, ამ არასერიოზულ განცხადებაზე რა უნდა ვთქვა. ჯერ ბევრი რამ არ ვიცით პანდემიის შესახებ და დიდი ალბათობით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება შვილოსნობასთან დაკავშირებით. გიორგი ფხაკაძემ რა გამოიკვლია, რა დაუდო ამ განცხადებას საფუძვლად, რომ პრობლემები გაუჩნდებათ შვილის გაჩენის გამო კოვიდგადატანილებს, უცნობია. 

ასეც რომ იყოს, ამის თქმა არ შეიძლება, თუ ეს თქვა, რომ მოუწოდა ხალხს, რომ ვაქცინა გაიკეთონო, მაშინ გასაგებია, მაგრამ ვისაც კოვიდი დაემართა, ის უშვილო დარჩება, ამის თქმა,  ყოვლად გაუმართლებელია.

მე ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა ეს ადამიანი, მაგრამ გამორიცხულია კოვიდმა შვილოსნობაზე იმოქმედოს.

ერთხელ მაქვს მისი გამოსვლა მოსმენილი და ამბობდა, ხალხო, ხომ იცით, რომ ვწინასწარმეტყველებ და მერე მართლა ხდებაო. თუ წინასწარმეტყველია და ვანგაა და მისი ნათქვამი ასე ხდება, არ ვიცი და მე როგორც ვიცი, არანაირი კვლევა არ არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ კოვიდი შვილოსნობას აქვეითებს.

ბუნებრივია, რომ როცა ადამიანი სუსტადაა და დაავადება აქვს გადატანილი, ყველა  იკავებს თავს დაორსულებისგან. სასურველი არაა გრიპის შეხვედრა ორსულობისას, მაგრამ ორსულებსაც ემართაბად  კოვიდი და იბადებიან ჯანმრთელი ბავშვები. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ერთ-ერთი პაციენტი, რომელმაც პანდემიის დასაწყისში გადაიტანა კოვიდი, ვიცი, რომ ახლა ორსულადაა. ეს ფაქტი ყველაზე ზუსტი და სწორი პასუხია, იმ განცხადებაზე, რაც ფხაკაძემ გააკეთა“. – ამბობს ენდელაძე „ფორტუნასთან“.

 

პოპულალურები