LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა უსაფრთხოების ზომები, რომელი დისტანცია?კონტროლი? ხალხი ზედ ეჯდა ერთმანეთს,გადაძეძგილია ავტობუსები…”

5187
BeFunky-collage (3)

საქართველოში შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა ან მოხსნის პროცესშია. უკვე ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ისევ ძალაში დარჩა, მათ შორის სავალდებულოა პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა.

როგორც აღმოჩნდა, ამ მიმართულებით დედაქალაქში გარკვეული პრობლემებია.

გამყრელიძე: დავაკვირდი, ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს, მიკროავტობისებში – არა

როგორც სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”შექმნილ სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას არც ერთი მითითებული რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული.

გთავაზობთ პოსტს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა:

“ვარ სასოწარკვეთილი მომხმარებელი!!! დიახ, ვარ სასოწარკვეთილი მომხმარებელი და მგზავრი თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის.

იმ ფონზე, როდესაც მუდმივად გვესმის, რომ ჩვენ კოვიდ 19 ასე თუ ისე დავამარცხეთ და საუკეთესო შედეგები გვაქვს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება გამოდის და ყოველდღე ჭკუას გვარიგებს, იმ ფონზე, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში უბრალოდ გაჩერებული იყო ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი (ნაცვლად იმისა, რომ არ გაჩერებულიყო, უბრალოდ გამკაცრებულიყო უსაფრთხოების ზომები, როგორც ყველგან). ხალხო, იმ ფონზე, როდესაც შედეგები ვითომ გვიხარია და ვზეიმობთ ეს რა ვნახე გუშინ?!!!

გუშინ ავტობუსით ვიმგზავრე ორჯერ, ჩემდა სამწუხაროდ! უსაფრთხოების ზომები??? დისტანციის დაცვა??? რა უსაფრთხოების ზომები, რომელი დისტანცია? რომელი კონტროლი???? ხალხი ზედ ეჯდა ერთმანეთს, ზუსტად ისე, როგორც ეპიდემიის აფეთქებამდე. სკამები არ არის მონიშნული (როგორც ყველგან სხვა ცივილური სამყაროს ქვეყნებში). ჩვეულებრივად ზიან გვერდი გვერდ. გადაძეძგილია ავტობუსები. კაციშვილი არ იცავს არანაირ ნორმას!!! ორჯერვე ვიჩხუბე, მაგრამ აზრი?  მე უნდა ვიჩხუბო? ამას გარდა პირბადეც კი, წარმოიდგინეთ, პირბადეც კი ზოგს ეკეთა, ზოგს უბრალოდ ტელეფონზე საუბარში ხელს უშლიდა და დროებით ჩამოწეული ქონდა.

ხალხო, სრული უკონტროლობაა თბილისის ტრანსპორტში. ეს რა ხდება? პირველივე დღეს. გაოგნებული ვარ.

და მე, ამ დროს ველოდები, რომ ავტობუსებში, მეტროში. სკამები დაინიშნება და არავის მოუწევს გვერდი გვერდ ჯდომა. რომ ეს ყველაფერი გაკონტროლდება.რომ ავტობუსების გარკვეული რაოდენობა დაემატება.

მოკლედ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუკი, ინფექცია ისევ აფეთქდა, თუკი დაინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს ( და ეს იქნება ის ფენა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობს, ანუ დაბალი შემოსავლების მქონე ფენა, თორემ პრივილეგირებულ ფენას არაფერი არც ეხება და არც შეეხება) ეს იქნება საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა! ცალსახად! ეს არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ გააკონტროლოს არსებული სიტუაცია!!!!

პს. მომინიშნეთ რა, ვინც მოსანიშნია, სატრანსპორტო კომპანია და მერია ან რავიცი. ვინც არის პასუხისმგებელი.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები