LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდოდა ტრაქტორს დამსვენებლებით სავსე პლაჟზე – მერის განმარტება

588
ER

ქობულეთში დამსვენებლებით სავსე სანაპიროზე გუშინ ტრაქტორი მუშაობდა. პლაჟზე მოსიარულე ტრაქტორის ვიდეოს, რომელიც ფეისბუქით გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოყვა.

მომხდარ ფაქტზე განმარტების გაკეთება მოუწია ქობულეთის მერს. როგორც მირიან ქათამაძის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, ზღვამ სანაპიროზე ხის დიდი კუნძები გამორიყა, რომლის ამოღებაც მხოლოდ ტექნიკის დახმარებით იყო შესაძლებელი.

“სანაპირო ზოლზე გამოირიყა ნატანი და ხის კუნძები. ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე, დილიდან ალაგებდნენ პლაჟს. რამდენიმე მონაკვეთზე ზღვამ ხის დიდი კუნძები გამორიყა. რომლის ამოღებაც დამატებით ტექნიკას საჭიროებდა. სანაპირო ზოლზე ტრაქტორის გაყვანა გახდა საჭირო. დამსვენებლებისთვის ხის დიდი კუნძები დისკომფორტს ქმნიდა. გადავწყვიტეთ მაქსიმალურად სწრაფად მოგვეწესრიგებია პლაჟი,“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

https://www.facebook.com/rusa.makharadze/videos/vb.100001273884334/2580497982002639/?type=2&video_source=user_video_tab

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები