LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდობლობის პროცედურაზე ვლპარაკობთ არ მესმის.. ეს იქნება პროცედურა პროცედურისთვის: ნინო ბურჯანაძე

83
nino-burjanadze-w-h

საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” და პარტია “ლელოს” ინიციატივას მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნეგატიურად აფასებს.

როგორც „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა „ეს იქნება პროცედურა პროცედურისთვის“.

„ზოგადად, ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ ვითარებაში ოპოზიცია უნდა იყოს და მუშაობდეს პარლამენტში, მაგრამ ეს არ არის ნორმალური ქვეყანა.

პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს.

სამწუხაროდ, კოლეგების ნაწილი სხვანაირად ფიქრობს, ნებით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომაა, მაგრამ რა უნდობლობის პროცედურაზე ვლპარაკობთ მართლა არ მესმის. უნდობლობის პროცედურას შემდეგ ყველა ვარიანტში სჭირდება გადაყენებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა. ეს იქნება პროცედურა პროცედურისთვის“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” და პარტია “ლელომ” მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან უკვე დაიწყეს.

პოპულალურები