LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა უნდა ვიცოდეთ, სანამ სამშენებლო-სარემონტო მასალების ყიდვას გადავწყვეტთ

4356
Painter and decorator work table with house project, color swatches, painting roller, brush and tools, top view

სახლის მშენებლობის, განახლებისა თუ რემონტისას მომხმარებელი, ძირითადად, მასალების ვიზუალით, ფასით და სხვა მსგავსი საკითხებით ინტერესდება. არადა, სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სამშენებლო-სარემონტო მასალების ხარისხია. რადგან,  ონკოლოგებისა და ექსპერტების დასკვნების მიხედვით, უხარისხო სამშნებლო პროდუქცია არაერთ დაავადებას, მათ შორის სიმსივნესაც კი იწვევს.

ევროკავშირის ქვეყნებს კანონი ავალდებულებს, რომ მხოლოდ ევრო სტანდარტის მქონე პროდუქცია გაიყიდოს და მოქალაქე იყოს დაცული, ჰქონდეს გარანტია, რომ შეძენილი პროდუქცია არ მოწამლავს, არ დააზარალებს და არ შეუქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. შესაბამისად, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტი ამ სტანდარტის მატარებელია.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამშენებლო-სარემონტო პროდუქციის ხარისხის საკითხი საქართველოშიც აქტუალური გახდა. ასოცირების ხელშეკრულებით, სახელმწიფო ვალდებულია, აკონტროლოს სამშენებლო პროდუქტის ხარისხი და სანდოობა. სწორედ, ამის საფუძველზე ამოქმედდა სამშენებლო პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტი.

ამ ეტაპზე საქართველოში, კანონმდებლობის დონეზე მაინც არ ხდება მასალის ხარისხის კონტროლი და მთლიანად, კომპანიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თუ რა ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს.

ამ თემაზე, სამშენებლო-სარემონტო კატეგორიაში, 2021 წლის გოლდენ ბრენდის სტატუსის მფლობელ ჰიპერმარკეტ “ბრიკორამას” საოპერაციო მენეჯერს, ვანო მეცხოვრიშვილს ვესაუბრეთ.

ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. რაც შეეხება უშუალოდ ბრიკორამას, ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი იმპორტირებული პროდუქციის 100% სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტს  და ბრიკორამას ევროპის ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ზუსტი ანალოგია. აქ წარმოდგენილ თითოეულ პროდუქტს გავლილი აქვს ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა სახის სერთიფიცირება, რაც საქართველოს ბაზრისთვის საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქციის 85% არის სტანდარტით დადგენილი ხარისხის ანალოგი, შესაბამისად იგივე სტანდარტისა და ხარისხისაა, რაც საფრანგეთსა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში გვხვდება. დანარჩენი 15% კი ის ბრენდებია, რომლებიც ქართულ ბაზარზე დიდი ხანია შემოსულია, არსებობს მათზე მოთხოვნა და საკმაოდ პოპულარულია.

ბრიკორამაში მომხმარებელი ნახავს ევროპული სტანდარტისა და ხარისხის სამშენებლო, სარემონტო, ეზოსა და სახლის მოწყობისთვის საჭირო ყველა პროდუქტს. იმპორტი კი, ხდება წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი.

იმისათვის, რომ მოხმარებელმა განასხვავოს ხარისხიანი და უხარისხო პროდქუცია, საჭიროა ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს სტანდარტებისა და მათი აღმნიშვნელი ნიშნების შესახებ. ზოგადად, სტანდარტები განსაზღვრავს პროდუქტის ტექნიკურ ან ხარისხობრივ მოთხოვნებს, წარმოების პროცესს, სერვისებს ან სატესტო მეთოდებს. სტანდარტიზაცია არის ხერხი, რომლის მიხედვითაც საწარმო ქმნის პროდუქტს და უზრუნველყოფს მის უსაფრთხეობასა და ფუნქციონალურ თავსებადობას. სტანდარტის მინიჭება ხდება ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ. სტანდარტის ქვეშ მოქცეული პროდუქტები შეგვიძლია განვასხვავოთ სხვადასხვა მარკირებით, როგორებიცაა მაგალითად: CE, NF, EN, ISO 9001.

CE მარკირება დაინერგა ევროპის ტექნიკური ჰარმონიზაციის კანონმდებლობის შესაბამისად. იგი სავალდებულოა ყველა პროდუქტისთვის, რომელსაც ეხება ერთი ან მეტი ევროდირექტივა და უზრუნველყოფს ამ პროდუქტის თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირში. პროდუქტზე CE მარკირების უფლების მოსაპოვებლად მწარმოებლებმა უნდა ჩაატარონ ან ჩატარებული უნდა ჰქონდეთ კონტროლი და ტესტირება იმის დასამტკიცებლად, რომ პროდუქცია შეესაბამება აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებიც მეტწილად ეხება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, როგორც ეს შესაბამის დირექტივაშია მითითებული.

NF მარკირება არის ფრანგული ნიშნის შესაბამისობა, რომელიც მოიცავს ასპექტებს, როგორიცაა უსაფრთხოება, ხარისხი, გამოყენების უნარი და შესრულება.

LCIE Bureau Veritas არის აკრედიტირებული სასერთიფიკატო ორგანო, რომელმაც NF ნიშანი მიანიჭა შემდეგ კატეგორიებს: ელექტრო და საკომუნიკაციო მოწყობილობები: კაბელები, ინფრასტრუქტურის მოწყობილობა, მილები და მონაკვეთები, სანტექნიკის პროდუქტები.

ასევე, მნიშვნელოვანია შემდეგი სერტიფიკატები: „EN”, “ISO” და “CE”–ის ეტიკეტირებული პროდუქციის ყიდვისას შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ ყიდულობთ თანამედროვე, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო, მაღალხარისხიან პროდუქტს. ასეთ პროდუქციას ტესტირება აქვს გავლილი და შემუშავებულია მშენებლობის მაღალი საერთაშორისო მოთხოვნების სტანდარტების შესაბამისად.

ევროპაში წარმოებული ყველა პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ სამშენებლო კოდებს, ეტიკეტირდება “EN” ნიშნით. ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტმა წარმატებით გაიარა საჭირო ტესტები.

შესაბამისად, პროდუქციას რომელსაც აქვს ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარანტირებულად ხარისხიან პროდუქტთან გვაქვს შეხება.

ბრიკორამაში მოსულ მომხმარებელს ყველა სექციაში ხვდება პროდუქტი, რომელსაც შეფუთვაზე გააჩნია შესაბამისი ხარისხის ლაბორატორიულად დადასტურებული ნიშანი. ამ სახის პროდუქციას გამოკვეთილად აქვს მინიშნება, რომ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს.

მომხმარებლის ინფორმირებისთვის, პროდუქციაზე დამატებით გვაქვს მინიშნებული შესაბამისი ხარისხის ნიშანი. მათი მეშვეობით, მომხმარებელი ხვდება კონკრეტული პროდუქტი რომ არის ეკოლოგიურად უსაფრთხო, ან რომ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს, ასევე იგებს, რომელი ქვეყნის სტანდარტში ჯდება და ა.შ.

სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ყოველწლიური პროცესი არ არის. შესაბამისად,  უმჯობესია სამუშაოების მიმდინარეობისას მომხმარებელმა იფიქროს და იზრუნოს სამომავლო ჯანმრთელობაზე. არ დაინანოს დრო,  მეტი ინფორმაცია გაიგოს კონკრეტული პროდუქციის შემადგენლობაზე, ხარისხზე, შეადაროს ერთმანეთს პროდუქტები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები