საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 857.7 ლარს ხარჯავენ. ყველაზე მეტი თანხა – 298,4 ლარი საკვებსა და სასმელზე მოდის. საყიდლებზე საშუალო ხარჯი – 263,3 ლარს შეადგენს, განთავსებაზე – 142,2 ლარს, გართობაზე – 69,8 ლარს, ადგილობრივ ტრანსპორტში კი 43,9 ლარს.

ცნობისათვის, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.5 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ჯამში, საქართველოს მოქალაქეების მიერ, 2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 599.9 მილიონი ლარი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 

მსგავსი თემები