LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თქვა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე გია ყანჩელმა

2092
BeFunky-collage (4)

მაესტრო რობერტ სტურუა, ლეგენდარული კომპოზიტორ, გია ყანჩელთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.  საპატრიარქოს ტელევიზიასთან “ერთსულოვნება” სტურუა ამბობს, რომ რუსთაველის თეატრის მსოფლიო დონის წარმატებაში, მასზე მეტი წვლილი, გია ყანჩელს მიუძღვის. ამბობსიმასაც, რომ საუაბრი ამ თემაზე ძალიან უჭირს…

„არის რაღაც მომენტები, როდესაც ლაპარაკი უზნეობად მიმაჩნია. ერთი, როცა გია ყანჩელს აფასებ, როგორც დიდ კომპოზიტორს. მე მგონია, თუ წარმოვიდგენთ მსოფლიო კომპოზიტორებს, როგორც უზარმაზარ თაროს და იქ ცნობილი სახელებია ჩალაგებული. მასაც პატარა თარო აქვს. ამის შექმნა ძალიან ძნელია.

სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ვნახე, მასთან რომ მივედი ეძინა. დილა იყო. მომვლელმა ქალმა გააღვიძა რობიკო მოვიდაო. პირველი წინადადება რაც მითხრა, თავის ძმაკაცს ეხებოდა. მერე რაღაც ვილაპარაკეთ და დაეძინა. დღეს მითხრეს, რომ სიკვდილის წინ უთქვამს, ზუსტად რამდენიმე წუთით ადრე,  ვგრძნობ, დღეს კარგი დღე იქნებაო. იმედი მაქვს, რომ შევხვდებით იქ. ბევრი კარგი ხალხი გვიცდის, რამდენი მსახიობი, მეგობარი….“ – განაცხადა სტურუამ.

ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მის გასვენებაში უამრავი ცნობილი სახე იმყოფებოდა, მეგობრები, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება გაატარა.

გრიგოლ გოგელია: ,,ყანჩელის ნაცვლად რომ გმინავთ, მთაწმინდაზე რატომ არ დაკრძალესო, ყანჩელს კითხეთ?”

კახი კავსაძე გია ყანჩელის დაკრძალვაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები