LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიურპრიზი მოუწყო მამამ შვილს, როდესაც გაიგო, რომ სწავლის დამთავრების საზეიმო ცერემონიალი არ ექნებოდა

196
BeFunky-collage (9)

გაბრიელ პირისი წლების განმავლობაში ელოდებოდა დღეს, როდესაც ბაკალავრიატის დამთავრების ცერემონიალში მიიღებდა მონაწილეობას და მის მეგობრებთან ერთად ცხოვრების ახალ ეტაპის დაწყებას იზეიმებდა. თუმცა, პანდემიამ ყველაფრის დღის წესრიგი შეცვალა.

გამონაკლისი არც ამერიკის ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი აღმოჩნდა. ტრადიციული ცერემონია გაუქმნდა, შესაბამისად, უნივერსიტეტის ეზოში მანტიებში გამოწყობილი სტუდენტები არავის უნახავს.

მიუხედავად ასეთი “ცუდი” დასასრულისა , აღმოჩნდა, რომ კრიზისის დროსაც კი არაფერია შეუძლებელი.

საქმე ისაა, რომ გაბრიელას მამამ გადაწყვიტა შვილისთვის სწავლის დასრულება განსაკუთრებულად მიელოცა. ფოტოგრაფის დაქირავებისა და საკუთარი სახლის ეზოში სპეციალური სცენის გაკეთების იდეამ გაამართლა.

ცერემონიალს 40 ადამიანი დაესწრო, შესაბამისი სოციალური დისტანციის დაცვითა და სახეზე გაკეთებული ნიღბებით.

“მეტყველების უნარი დავკარგე,მან დრო გააჩერა და გამაბედნიერა. მეამაყები მამა,”- განუცხადა CNN-ს გაბრიელამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები