LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები წესდება და რისი უფლება აქვს მთავრობას

360
85198743-3869042963135693-224631067368226816-o

საქართველიოს პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგები მდგომარეობის გამოცხადება დაამტკიცა. საგანგებო სხდომისა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კონკრეტულად განმარტა თუ რა შეზღუდვებზეა საუბარი.

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

მთავრობას უფლება ეძლევა კარანტინისა და იზოლაცა წესების დარღვევისთვის პირის მიმართ გამოიყენოს ზომები;

მთავრობას უფლება ეძლევა დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები;

შეაჩეროს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა გარდა განსაუთრებული შემთხვევებისა;

დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა;

იზღუდება პენიტენციალურ დაწესებულებებში პაემნების უფლება;

მთავრობას უფლება ეძლევა განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები;

აუცილებლობის შემთხვევაში საკარინტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკური და იურიდიული პირების ქონება და მატერიალური საშუალებები;

მთავრობას უფლება ეძლევა შეზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა გარდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა;

მთავრობის დადგენილებით კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება;

განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური რეჟიმი;

უზრუნველყონ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვენლოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე და მომსახურებაზე, და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება;

დაადგინოს განათლების შესახებ საქართველოს კანონების წესისგან განსხვავებული წესები და პირობები;

საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს სამედიცინო განათლების მქონე პირების მობილიზაცია;

მთავრობას უფლება ეძლევა სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5 პროცენტამდე;

მთავრობას უფლება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საგანგებო ბიუჯეტი;

მთავრობას უფლება ეძლევა შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება;

სასამართლოს სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად და მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს;

 

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგები მდგომარეობის რეჟიმი. დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებითი ჩადება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

 

დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.

აი ეს შეზღუდვები დაწესდა პარლამენტის მიერ კენჭისყრის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ არ იზღუდება მედიის საქმიანობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ყველა საკვანძო ფუნქცია განაგრძობს მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები