LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში მოიხსნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა – მდინარაძის განმარტება

112
საზ ტრანსპ

არავის უხარია შეზღუდვები, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი აქტიურადაა ჩართული ეპიდმგომარეობის დარეგულირების საკითხში.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არ ცხრება დისკუსია და მათ შორის სპეკულაციები, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, რაც ქვეყანაშია და რომლის ეტაპობრივი მოხსნა, არის მთავარი დღის წესრიგი. 

ჩვენ კარგად გვესმის, რომ არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის, შეზღუდვების განხორციელება. თუმცა ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა არ არის ვინმეს თვითმიზანი. არანაირი ბენეფიტი სხვაგვარი არ აქვს შეზღუდვას გარდა იმისა, რომ ის ადამიანის ჯანმრთელბას იცავს და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იცავს ეკონომიკას.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი -ორი თვის წინ დღეში საშუალოდ გვქონდა ინფიცირების 5 ათასი შემთხვევა. რასაც ჰქონდა უმძიმესი შედეგები. გარდაცვალების მაჩვენებელიც გვახსოვს და ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ იყო პერიოდი, როდესაც ურთულესი ხდებოდა ჯანდაცვის სისტემისთვის გამკლავებოდა უმძიმეს გამოწვევას. ჩვენ თანმიდევრული ღონისძიებებით, შეზღუდვებით  შევძელით, ეს ყველაფფერი უმოკლეს დროში ყოფილიყო იმგვარი დინამიკის, რომ დღეს დაახლოებით გვაქვს ინფიცირების 1000 შემთხვევა“. – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება,  მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა.

„ უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში თუ დადებითობით მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ.

მაგალითად ჩვენ დავიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვები მოვხსნათ. ეს არ არის ვინმეს პრეტენზიაზე დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ მეცნიერულ გათვლებზე და ეს არაა ქართული ნოუჰაუ. ამ შემთვევაში შეზღუდვების შემსუბუქება გარკვეულ მეცნიერულ დასკვნებზე უნდა იყოს დამოკიდებული“. – აცხადებს მდინარაძე.

მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რაშეიძლება მოხდეს, თუ ამ შემთხვევაში ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ჩვენ თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში გვექნება გაცილებით რთულ სიტუაციას, რომელიც გასული წლის ნოემბერში გვქონდა. ხელახლა დაგვჭირდება უკვე მოხსნილი  შეზღუდვების კვლავ აღდგენა. რაც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ქართულ ეკონომიკას“, – განმარტა მდინარაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები