LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გააკეთოთ სანამ 40-ის გახდებით – რა რჩევებს აძლევენ 40 წლის ქალები 20 წლის ახალგაზრდებს

290
00

დრო ყველაფერს თავის ადგილს უჩენს. ადამიანები თანდათან ხვდებიან, რომ ასაკის მატების შიში უსაფუძვლოა და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპები მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებას ანგრევს.

ამ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდა მწერალმა, ნიაშა ჯუნიორმა საინტერესო ონლაინ გამოკითხვა მოაწყო. მან 40 წლის  ქალები გამოკითხა.

 

რა რჩევებს მისცემდით საკუთარ თავს 20 წლის ასაკში? პასუხები ასეთია:

 

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ლაგდება, როგორც ეს წარმოგიდგენიათ 20 წლის ასაკში. ცხოვრება სავსეა საინტერესო მოულოდნელობებით. შეიძინეთ მეგობრები, გაეცალეთ ნეგატიურ ადამიანებს. გააფართოვეთ სამეგობრო წრე და გაუფრთხილდით მათ. 40 წლის შემდეგ თქვენ ისინი ძალიან დაგჭირდებათ.

აუცილებლად უნდა გქონდეთ ჰობი – აკეთეთ ის რაც თქვენ სულშია. ერთხელ მაინც, გარკვეული დროით იცხოვრეთ მარტო. დაუთმეთ ცოტა დრო მხოლოდ საკუთარ თავს. დაკავდით სპორტით და ცხოვრების ჯანსაღი წესით.

გახსოვდეთ, რაც დრო გადის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. 40 წლის ასაკში და მერე, ყველაზე პროდუქტიული და შემოქმედებითი პერიოდია.

შეწყვიტეთ მობოდიშება. თქვენ არ ხართ ვალდებული გააბედნიეროთ სხვები და მითუმეტეს, ამისთვის საკუთარი თავი მსხვერპლად შესწიროთ.

არასოდეს იმუშაოთ მათთვის ვინც პატივისცემას გთხოვთ, იმუშავეთ მხოლოდ მათთვის ვინც ამას იმსახურებს. არ შეუშინდეთ სამსახურის გამოცვლას. მოითხოვეთ მეტი ხელფასი.

იზრუნეთ სხვებზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ზრუნვა საკუთარ თავზე.ისიამოვნეთ ახლობლებთან ურთიერთობით

აუცილებლად უნდა გქონდეთ დანაზოგი, რომ საჭიროების შემთხვევში შეძლოთ არასასურველი სამსახურიდან წამოსვლა ან მარტივად შეძლოთ გაშორდეთ პარტნიორს.

არ გადადოთ საქმე შემდეგისთვის, გააკეთეთ ახლავე!

 

თქვენ  რა რჩევას მისცემთ საკუთარ თავს ?

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები