LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა- სააკაშვილი ივანიშვილზე (ვიდეო)

121
მიშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ თავს ძალაა დაატანა, რათა ივანიშვილის “არეული” ინტერვიუ ენახა.

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა, აცხადებს, რომ ივანიშვილის დრო წასულია. მისივე თქმით, 20 ივნისს აქციის დარბევის ბრძანებაც ივანიშვილმა გასცა.

„ის რა თქმა უნდა, ცდილობს თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულში. იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქმა წააგო სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს არ ეკადრება ქართველ ხალხს, მაგრამ ამავე დროს, ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას”, – აცხადებს საააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილისთვის “ნაციონალური მოძრაობა” მთავარი ხელისშემშლელია.

ის შლის ქართულ სახელმწიფოს, რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. მთავარ ხელისშემშლელად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხვებში იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება, სერიოზულად ლიდერობს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვმართებს ახლა როგორც არასდროს, გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და აქვს უნარი, ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, ბევრად მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს მათი, მაგრამ როცა ის გვპირდება, რომ სექტემბრიდან დაიწყებს რაღაც დალაგებას, გავიხსენოთ, რომ 2016 წელსაც ასე იძახდა, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ასე იძახდა. ყოველ ჯერზე სულ ახალი უბედურებები ხდებოდა”, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს და ის ძალიან სწრაფად გადალახავს ეკონომიკურ სიძნელეებს.

საქართველოს აღარ აქვს ბინძური ოლიგარქის ხუშტურებზე დასაკარგი დრო, საქართველო არის ძალიან დიდი პერსპექტივის ქვეყანა, საქართველო ძალიან სწრაფად გადალახავს ეკონომიკურ სიძნელეებს, ძალიან სწრაფად წავა წინ თითოეული ქართველის, თითოეული ჩვენგანის შვილების საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არ დახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. აქედან გამოსავალი რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნებია ახალი, ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს ეს ოლიგარქი, ძველი ოლიგარქი ივანიშვილი, თუნდაც ახალი ოლიგარქი, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში“, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები