LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ “პონტში”…“ – პრემიერი

224
BeFunky-collage (6)

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში პანდემიასთან ბრძოლის ანგარიშის წარდგენისას პასუხი გასცა დეპუტატების კითხვა თუ როგორ ახდენდა მთავრობა ბიზნესის დროებით გაჩერებას და რა პრინციპით არჩევდა კომპანიებს. გიორგი გახარია უარყოფს, რომ იმ კომპანიების შერჩევისას, რომელთაც საგანგებო მდგომაროების დროს საქმიანობის უფლება მიეცათ, ორმაგ სტანდარტებს და კორუფციას ჰქონდა ადგილი.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და შტაბის შექმნის შემდეგ გამოჩნდა ის მსხვილი, სისტემური კომპანიები, რომელთა შემდგომ ერთ თვეში თუ ერთ კვირაში გაჩერებას და შემდგომ ახალ ამუშავებას შეიძლება გამოეწვია ათობით მილიონი ზარალი. ეს არის მეტალურგია, მოპოვებითი საქმიანობა. მაგალითად ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, უბრალოდ ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში, რომ ვინც მუშაობს შიგნით ჩაგვეტოვებინა, რომ არ შეგვეტანა ეს ვირუსი.

გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ - გახარიას პასუხი ოპონენტებს

მაკროეკონომიკაში კონსულტაციების გავლა ურჩია გახარიამ “ევროპული საქართველოს” წევრ ოთარ კახიძესაც.

ისევე როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად რიკოთი ერთი დღით არ გაჩერებულა, უბრალოდ იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომელსაც მკაცრად ვაკონტროლებდით, ამის შემდგომ გარკვეული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობასთან თვითონ მოვიდნენ: ცემენტის წარმოება, არმატურის წარმოება… ზოგიერთ კომპანიას არც ჰქონდა სურვილი და თქვა რომ მე ამ პირობებში სწრაფად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირს, დაველოდები ერთი თვე და მერე.

ასე იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული და მერწმუნეთ რომ ეს დროში ისე ხდებოდა, რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში… მაგრამ რა კორუფცია ხალხო. იქ ეგეთი თემა…“, – განაცხადა გახარიამ.

ამაზე  “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ სწორედ “ჯიგრულ პონტში” შერჩევაა კორუფცია.

“სიტყვაზე დამიჭირეთ, არა? მე არ მითქვამს, რომ ეს კარგია. ამის მაგალითებიც მოგვეცით”, – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები