LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს iPhone-ის ახალი მოდელები და როდიდან გაიყიდება საქართველოში, ცნობილია

7747
a8c7c543-b762-4e87-9d65-60ce18b31931

iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max – ეს ის სამი ახალი მოდელია, რომელიც Apple-მ გუშინ წარადგინა. ახალი iPhone-ის გამოსვლა აღინიშნა თბილისშიც. Apple-ის ოფიციალური პარტნიორმა “აიპლიუსმა” თანაშრომლებს, პარტნიორებს, ცნობილ სახეებს და ეფლომანებს სასტუმრო „ბილტმორში“ უმასპინძლა და ახალი მოდელები გააცნო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი iPhone-ის გაყიდვებს საქართველოშიაიპლიუსი” 22 სექტემბრიდან დაიწყებს.

„iPhone 11 – iPhone XR-ის ხაზის შემდეგი მოდელია, რომელსაც Apple-ის ყველაზე პოპულარულ სმარტფონად მიიჩნევა. ახალ iPhone 11-ს ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელთან ერთ-ერთი ღრმახედვის და მაღალი გაფართოების იქნება, ახალი კამერა 4K ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. iPhone 11-ის კორპუსი მეტალით და საავიაციო შუშით დაიფარება და მომხმარებელს საშუალება ექნება შავი, თეთრი, წითელი, იასამნისფერი, მწვანე და ყვითელი ფერიდან სასურველი ფერის iPhone 11 აარჩიოს.

ლაგმანები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max განკუთვნილია პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის. გაუმჯობესებულია ფლაგმანების ეკრანი, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს სუპერ რეტინა XDR-ის მხარდაჭერა ექნება. სამი კამერა iPhone-ისთვის სიახლეა – სამ კამერიან ფლაგმანებს ერთდროულად წინა და მთავარი კამერით გადაღება შეეძლებათ. ახლად დაანონსებული iPhone-ები ბოლო თაობის A13 Bionic პროცესორსზე იმუშავებენ“, – აცხადებენ „აიპლიუსში“.

აღსანიშნავია, რომ  ახალი მოდელები საერთაშორისო ბაზარზე ამ ფასად გაიყიდება:

  • iPhone 11: $699

  • iPhone 11 Pro: $999

  • iPhone 11 Pro Max: $1,099

საქართველოში კი, „აიპლიუსის“ ინფორმაციით, iPhone 11-ის ფასი 2999 ლარი იქნება, iPhone 11 Pro 4599 ლარი ეღირება, iPhone 11 Max Pro კი – 5299 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები