LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ ხანძრის მიზეზი

240
FORTUNA.GE (28)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ ხანძარი ლოკალიზებულია.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროში, ორთქლის აბანოში გაჩნდა.

იმავე ინფორმაციას ავრცელებს “წინანდლის მამული”. მათ მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასტუმრო “რედისონში” ხანძრის შედეგად დამწვარია საუნა და მიმდებარე ტერიტორია.

“წინანდლის “რადისონში” ხანძრის შედეგად დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია. დამსვენებლები და თანამშრომლები ევაკუირებული არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სახანძრო სისტემამ გამართულად იმუშავა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სასტუმრო „რედისონის” გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აცხადებს, რომ ყველა დამსვენებელი და თანამშრომელი უსაფრთხოდაა.

„ცეცხლი გაჩნდა სასტუმროს მე-5 სართულზე, საუნის ლოკაციაზე. ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია. აბსოლუტურად ყველა სტუმარი და ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდაა.

ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი უსაფრთხოების სისტემა. შესაბამისად, ყველაფერი მოხდა უსაფრთხოდ. ეკიპაჟი მოსულია, მიმდინარეობს კვამლის განეიტრალება. ზარალი არის უმნიშვნელო. აბსოლუტურად ყველა დამსვენებელი და ჩვენი გუნდის ყველა წევრი დროულად იქნა გამოყვანილი შენობიდან. რა გახდა ამის მიზეზი, დავადგენთ“, – განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

„წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობს და მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები