LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა 60 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი

421
საპატრულო-პოლიცია

მკვლელობა მოხდა ხაშურში. საკუთარ სახლში შუახნის ქალი ქალიშვილმა გარდაცვლილი იპოვნა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები მჭრელი საგნით აქვს მიყენებული.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეზობლები მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი საკუთარმა მეუღლემ გაურკვეველი საგნის ჩარტყმით მოკლა.

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი ყოფილიყო.

საქმის მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები