LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა გაგვიწყალა გული ამ ქალმა ხან “კუკარაჩათი”, ხან რობიკოთი და ხან ზურათი? ვინც გუშინ სტადიონზე ბლატებით შევიდა, ყველა ნაგავია!” – ბაია პატარაია

219
BeFunky-collage (12)

საქართველო-მაკედონიის მატჩზე მაყურებლისთვის დაკეტილ მოედანსა და სტადიონზე ხელისუფალთათვის გაღებულ ლოჟებზე გამოხმაურებები არ წყდება სოციალურ ქსელში. მორიგ პოსტს უფლებადამცველი ბაია პატარაია ავრცელებს და ქეთი დოლიძის კომენტარის ფოტოს ურთავს თან.

“რა გაგვიწყალა გული ამ ქალმა ხან “კუკარაჩათი”, ხან რობიკოთი და ხან ზურათი? პატივისცემა დაჟინებული მოთხოვნით არ მოიპოვება. ან რომ გაჰკივის ზურა ერთიაო, რომელი ადამიანია ორი?

ტეხავს საკუთარ თავზე შეყვარებულობა. ნუ წაიღეთ ტვინი “სახალხო არტისტებმა”. ოდესღაც რაღაც კარგი შეგიქმნიათ, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ქმნით ღირებულს – ჩამორჩით დროს. და იმიტომ კი არ ჩამორჩით, რომ ასაკი

მოგემატათ, არა, იმიტომ ჩამორჩით, რომ “წითელ ინწელიგენციას” ვერ გასცდა თქვენი აზროვნება და ღირებულებები, რომლის მიხედვითაც ზურა ყიფშიძე ფეხბურთის გულითად გულშემატკივარზე მეტია.

გაგვეშვით თქვენი მახინჯი სავოკური ღირებულებებით: ვინც გუშინ სტადიონზე ბლატებით შევიდა, ყველა ნაგავია! საქართველოში ბლატები, “ნარუშილოვკები” და პრივილეგიები უკვე სირცხვილია! – წერს ბაია პატარაია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები