LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დროც არ უნდა გავიდეს, მისი გახსენება ყველაფერს მტკივნეულად აბრუნებს: ჯო ბაიდენი

65
1xhs836fnvc4td1

“რა დროც არ უნდა გავიდეს, მისი გახსენება ყველაფერს მტკივნეულად აბრუნებს, თითქოს წამების წინ შევიტყვეთ ეს ამბავი,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

მან 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულები გაიხსენა და ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ერთიანობა აშშ -ის უდიდეს ძალად რჩება.

”ვისწავლეთ, რომ ერთიანობა არის ის, რაც არასოდეს უნდა დაირღვეს”, – განაცხადა ბაიდენმა.

2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 20 წელი გავიდა. ტერორისტული დაჯგუფების, “ალ-ქაიდას” წევრებმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენს შეეჯახა, მესამე ვაშინგტონში პენტაგონის შენობას, მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი კი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ტერაქტს 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები