LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დოკუმენტი უნდა ჰქონდეთ საქართველოში შემოსულ ტურისტებს

247
Untitled

“ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება. ასევე, დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ტურისტების მიღების რეგულაციებზე.

ტურისტების მიღება მოხდება საერთაშორისო და საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. ტურისტებს, სავარაუდოდ, საქართველოში შემოსვლისას დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული არიან და მათი პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

„პირველ რიგში, ეს იქნება ეგრეთ წოდებული მწვანე ქვეყნები და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია და, რა თქმა უნდა, იმოქმედებს მათი ქვეყანაში შემოსვლისა და გადაადგილების პირობები. ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი პირობები, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და ხელი უნდა შეუწყო. ჩვენი მოქალაქეებიც ხომ უნდა გავიდნენ სხვაგან და შესაბამისად, ეს მოხდება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.
ალბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტივით მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი დიდია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, სასურველია, რომ წელს შიდა ტურიზმი მეტად განვითარდეს და ეს დამატებითი კვლევების საჭიროებას არ წარმოშობს. მისი თქმით, შესაძლებლობა გვეძლევა, საკუთარი ქვეყანა უკეთ გავიცნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები