LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჩაანაცვლებს მენეჯმენტური მმართველობის სტილს – დენიელ ფინკის რეკომენდაციები

110884_800x600

სპიკერი დენიელ ფინკი მიიჩნევს, რომ მოტივაციის ამაღლებაზე მენეჯმენტური მმართველობის სტილზე მეტად თვითმართველობა მუშაობს. მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ მოტივაციის საკითხებში, ამბობენ რომ თანამშრომლებთან ურთიერთობაში მეტად მომგებიანია შინაგან მოტივაციაზე დაყრდნობილი მიდგომა. კერძოდ, საქმე უნდა კეთდებოდეს იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვანია, მოგვწონს და საინტერესოა. ამის შესახებ მან TED-ზე ისაუბრა.

ფინკის აზრით, მენეჯმენტური მმართველობა დღეს ძალიან გავრცელებული ფორმაა, თუმცა ის სამუდამოდ არ იმუშავებს. გაცილებით ეფექტურია თვითმართვა. რას გულისხმობს ის?

პროგრესულ კომპანიებს აქვთ სხვა მიდგომა თანამშრომლებთან ურთიერთობაში. მაგალითად, ავსტრალიური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში Atlassian წელიწადში რამდენჯერმე თანამშრომლებს სთავაზობენ, 24 საათის განმავლობაში იმუშაონ საკითხზე, რომელიც რეგულარული სამუშაოს ნაწილი არაა. თავისუფალი დრო მათ ახალი იდეების მოფიქრებისთვის უნდა გამოიყენონ. ამ მეთოდით მუშაობა  ეფექტური აღმოჩნდა, ისინი ერთ დღე-ღამეში დებდენ შედეგს. აღნიშნულ მიდგომას იყენებს Google-იც. თანამშრომლებს შეუძლიათ სამუშაო დროის 20% იმუშაონ ნებისმიერ თემაზე, რაც აინტერსებთ. მათ აქვთ ერთგვარი ავტონომია საკუთარ დროზე. ბევრმა არ იცის, რომ Google-ის პროდუქტების დიდი ნაწილი, როგორიცაა Gmail, Orkut, Google News, სწორედ 20%-იანი დროის პერიოდში შეიქმნა.

ჩრდილო ამერიკის მრავალ კომპანიაში დაინერგა შემდეგი მეთოდი: შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო გარემო (Results Only Work Environment). აქ თანამშრომლებს არ აქვთ სამუშაო განრიგი და ვალდებულება იყვნენ ოფისში. მათი ამოცანაა გააკეთონ საქმე და არ აქვს მნიშვნელობა სად ან როგორ გარემოში. ამ მეთოდმა აჩვენა, რომ  ასეთ დროს თანამშრომლების პროდუქტიულობა მატულობს, კმაყოფილება იზრდება. 

სპიკერი მიიჩნევს, რომ ხშირად ჯილდო თანამშრომლების მოტივატორი საერთოდ არ არის. ჯილდოს ვიწრო გამოყენების არეალი აქვს. საქმის შესრულების კარგ შედეგზე კი მხოლოდ შინაგანი მოტივაცია მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები