LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ეწევა პროპორციულ არჩევნებს – უმრავლესობის სხდომა დასრულდა (ვიდეო)

102
74798024-494849094721208-8551239861535768576-n (1)

ჩაგდება, გადაგდება თუ არჩევნების წაგების შიში – უმრავლესობის სხდომა, რომელიც განგაშის და რუსული ჰიმნის ფონზე მიმდინარეობდა დასრულდა.

მივმართავთ ივანიშვილს, აღარ გადააგდო მოსახლეობა – უმრავლესობის სხდომა განგაშის სიგნალის ფონზე

შეხვედრამდე შესვლის წინ დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ივანიშვილის პატივიცემისა პოზიციას არ დათმობს. სხდომის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ქართული ოცნება ვერ შეთანხმდა საერთო პოზიციებზე.

“როგორც ყოველთვის ქართული ოცნება, უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაში ძებნის გამოსავალს. გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ. ის ამბობს, რომ პარლამენტში პროექტთან დაკავშირებით თავისუფალი კენჭისყრა იქნება.

“ამასთან დაკავშირებით, რაც ახლა ხდება, სასტვენებით რომ დგას ხალხი, ამან კიდევ დაბულინგების სახე მიიღო და ზოგიერთის გაღიზიანება გამოიწვია”- აღნიშნა გია ვოლსკიმ

თამარ ხულორდავას პროპორციული სისტემის პროექტზე კენჭისყრის დროს ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს.საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ ცვლილებებს.

„იცით, რომ 113 ხმა ისედაც არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. ჩვენ გვაქვს, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი“ ,- აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

“ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს უკვე მეორედ შეიკრიბნენ იმის გადასაწყვეტად დაუჭერენ თუ არა მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამ ფორმატში შეხვედრამდე იყო ივანიშვილის ინდივიდუალური შევხდრები რამდნეიმე დეპუტატთან, რომლებიც სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.

ირაკლი შიოლაშვილი: მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.