LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აუცილებელი წესები უნდა დავიცვათ სახლის დალაგებისას – ზაზა თელიას რეკომენდაციები

680
zaza-telia-news

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში რეკომენდაციებს აქვეყნებს, როგორ ავიცილოთ თავდიან ტოქსინების მოხვედრა ორგანიზმში სახლის დალაგებისას. მის რჩევას „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

,,რეკომენდაცია სახლის დალაგების შესახებ

ჭარბი რაოდენობით ტოქსინების მოხვედრა ორგანიზმში პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.

რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის დალაგების დროს:

1. გამოვიყენოთ სველი ნაჭერი და არა მშრალი;
2. გამოვიყენოთ სველი საწმენდი იატაკის მოსაწმენდად;
3. გამოვიყენოთ და თუ მტვერსასრუტის შეძენას აპირებთ აუცილებლად შეიძინეთ HEPA ფილტრის მქონე, რომელიც ფილტრავს ძალიან პატარა ზომის ნაწილაკებს. HEPA ფილტრის მქონე მტვერსასრუტით სახლის დამუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიული, ოთახის მტვრის ტკიპის მიმართ ალერგიული, ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის;
4. სახლის დალაგებისას გავაღოთ ფანჯარა ჰაერის უკეთესი ცირკულაციის მიზნით;
5. ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად დავბანოთ ხელები ბავშვებს.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები