LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა და რა მიზანი აქვს ორგანიზაციას

926
2018_27_6_8

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 1994 წელს საბერძენთში დაარსდა. ინსპირაცია იყო, 1993 წელს ჰალკიდიკში გამართული კონფერენცია სახლწოდებით „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“. დაარსების მიზანი კი იყო, რომ მართლმადიდებელ ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონოდათ და პერიოდულად საერთო პრობლემებზე ემსჯელათ, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანების შევიწროების ფაქტებზე.

ასამბლეის წევრია ევროპის, აზიისა და ამერიკის 25 ქვეყანა, მათ შორისაა: სომხეთი, ალბანეთი, რუსეთი, ლატვია, ლიეტუვა, უკრაინა, მოლდოვა, ესტონეთი, ბულგარეთი და სხვა ქვეყნები. მას ჰყავს გენერალური ასამბლეა, რომელიც წევრი ქვეყენების საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის პარლამენტს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს. მას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ადა მარშანია, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ზვიად ძიძიგური და მამუკა ჩიქოვანი. 2014 წელს საქართველო ამ ორგანიზაციის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს, 2015 წელს კი საერთშორისო სამდივნოს წევრად.

საერთაშორისო სამდივნოს წევრების, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტისა და კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა ორი წელია.

გენერალური ასამბლეის სხდომა წელიწადში ერთხელ, ივნისში იმართება. ბოლო სხდომა 2018 წლის 25-30 ივნისს ათენში ჩატარდა.

ორგანიზაციის ოფიციალური საიტია: www.eiao.org

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები