მთელი მსოფლიო სევდანარევი ღიმილით ადევნებს თვალს როგორ მღერიან და ერთობიან კარანტინში მყოფი იტალიელები. კორონავირუსით იტალიაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, ულამაზესი ისტორიული ქუჩები ცარიელია, მაგრამ კარანტინში მყოფი იტალიელები გართობას მაინც ახერხებენ.

პირველი კარანტინის დაწესება სწორედ იტალიას, კერძოდ, ვენეციას უკავშირდება. თავდაპირველად კარანტინი ნიშნავდა 40-დღიან იზოლაციას და პირველად ვენეციაში, მე-16 საუკუნეში გამოიყენეს, როდესაც პორტში სხვა ქვეყნებიდან გემების შესვლა აკრძალეს. გემი 40 დღე უნდა მდგარიყო პორტის მოშორებით, სანამ გადმოტვირთავდნენ.

1348 – ვენეცია: პირველი კარანტინი

 

მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს შეიძინა ამ სიტყვამ მეორე მნიშვნელობა და ნიშნავდა, რომ დასნებონებული ადგილიდან დაბრუნებული ადამიანი უნდა ყოფილიყო სახლში.

რუმინეთი, მე-19 საუკუნის ნახატი,
სადაც აღწერილია შეიარაღებული ჯარისკაცები როგორ იცავენ სოფელს,
სადაც ქოლერას გამო კარანტინია გამოცხადებული

 

სადაო საკითხი იყო კარანტინის დღეები და მათ რიცხვს ხშირად ადგილობრივი ჩინოვნიკები ადგენდნენ ხოლმე, რადგან როგორც წესი 40-დღიანი შეზღუდვები პრობლემას ვერ ერეოდა.

ევროპაში არაერთი კონფერენცია ჩატარებულა კარანტინთან დაკავშირებით.

პირველი საერთაშორისო კონფერენცია პარიზში 1851-52 წლებში გაიმართა, მეორე 1866 წელს კონსტანტინეპოლში. ყველა ეს და მომდევნო კონფერენციები დაიგეგმა იმიტომ, რომ ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებაზე ეზრუნათ. იმ წლებში ევროპაში ქოლერას ებრძოდნენ.

ფოტო გადაღებულია 1900 წელს, კუინზლენდში.
ასახულია  კარანტინის გამო შემოღობილი ქუჩა.
მაშინ მსოფლიოში შავი ჭირი მძვინვარებდა

 

საბოლოოდ ვენაში ჩატარებული კონფერენციის შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნაში ეპიდემიის შემთხვევაში უნდა გამოცხადებულიყო კარანტინი, რომელიც 1-დან 7 დღემდე, უკიდურეს შემთხვევაში 10 დღემდე უნდა გაგრძელებულიყო და ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში დეზინფექციის ჩატარების მაქსიმალური ზომები მიეღოთ.

სამწუხაროდ კორონავირუსმა მსოფლიოს ცხოვრების თავისი წესები შესთავაზა და ჯერჯერობით არსებული წესებით, მას ბოლომდე ეფექტიანად ვერ ებრძვიან. 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05