LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ფასების კალეიდოსკოპი – საქსტატმა ახალი პროდუქტი წარადგინა

305
Corporate innovation

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტი – ფასების კალეიდოსკოპის პრეზენტაცია გამართა. ახალი პროდუქტი ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გააცნო.

მისი განცხადებით „ეს არის სტატისტიკურ მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალება, რომელიც გვაძლევს ინფლაციის მაჩვენებლის სრულყოფილი გაანალიზების შესაძლებლობას. ფასების კალეიდოსკოპის დახმარებით შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების სხვადასხვა ქვეჯგუფზე ფასების ცვლილების მაჩვენებლის შედარება, ასევე ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში მონაწილე საქონლისა და მომსახურების წონების განსაზღვრა სამომხმარებლო კალათაში”.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებთან გოგიტა თოდრაძემ ასევე დეტალურად ისაუბრა ინფლაციის გაანგარშების მეთოდოლოგიაზე.

ფასების კალეიდოსკოპი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის მიერ არის დანერგილი, რომელთა შორისაა გერმანია, უნგრეთი და ახალი ზელანდია. საქსტატის ახალი პროდუქტი ყოველთვიურად განახლდება და ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ვებ-გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები