LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აკავშირებს პეტრო პოროშენკოს სააკაშვილთან და რა ქონებას ფლობს უკრაინის რიგით მე-7 უმდიდრესი ადამიანი

984
Untitled design (92)

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინა გასული წლის 19 დეკემბერს დატოვა. ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება, პოროშენკომ მას შემდეგ მიიღო, რაც სამართალდამცველებმა დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს. ის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე 23 დეკემბერს დაიბარეს.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას.

პეტრო პოროშენკო მხოლოდ  2022 წლის 17 იანვარს  დაბრუნდა უკრაინაში. პოლონეთიდან შინ დაბრუნება საკმაოდ ხმაურიანი იყო. მის ფეისბუგვერდზე ჩართული ლაივის მეშვეობით, ადამიანებს შეეძლოთ, მისი ქვეყანაში დაბრუნებისთვის ედევნებინათ თვალი.

მედიასთან უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრალდებებს არ ეთანხმება და ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს.

უკრაინის ექსპრეზიდენტი აეროპორტიდან პეჩორის რაიონულ სასამართლოში თავისი ფეხით მივიდა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად ჩავიდა.

ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მას კრიტიკული სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება სურს.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას, ან გირაოს 1 მილიარდ გრივნას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ პეტრო პოროშენკოს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთ დროს მეგობრობა აკავშირებდა. ისინი კიევში ერთად სწავლობდნენ, იურიდიულ ფაკულტეტზე.

მოგვიანებით, როდესაც პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო, სააკაშვილს ოდესის გუბერნატორობა „ანდო“, თუმცა მათ  შორის მალე განხეთქილება მოხდა და ყოფილი მეგობრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

 

თუმცა ჯგუფელობა ერთადერთი რამ არაა, რაც პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს აკავშირებთ.

მოდით, მისი ბიოგრაფია თანმიმდევრულად გავიხსენოთ.

დაიბადა უკრაინის ქალაქ ბოლგრადში 1965 წლის 26 სექტემბერს.

„ფორბსის“ უკანასკნელი მონაცემებით  უკრაინის უმდიდრეს ადამიანებს შორის მას მე-7 ადგილი უკავია $1,3 მილიარდით.

  •  უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი (7 ივნისი, 2014 – 20 მაისი, 2019) მანამდე იყო მე-8 მოწვევის უკრაინის სახალხო დეპუტატი, უფრაქციო.
  • პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1998 წელს როდესაც გახდა უმაღლესი რადას წევრი.
  • ის არის „უკრპრომინვესტის“ დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი.
  • იყო უკრაინის სახალხო დეპუტატი 1998-2005 და 2006- 2007 წლებში.
  • ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა 2005 წლის თებერვალ-დეკემბერში.
  • იყო უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე 2007-2012 წლებში.
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა  2009-2010 წლებში.
  • ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი იყო 2012 წლის მარტ-დეკემბერში.
  • 2014 წელს ევრომაიდანის დროს მხარი პროტესტანტებს დაუჭირა.

2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში დამარცხდა ვლადიმირ ზელენსკისთან.

 

 

პეტრო პოროშენკოს ჰყავს მეუღლე მარინა პოროშენკო და ოთხი შვილი: ალექსეი, ევგენია, ალექსანდრა  და მიხეილი. ევგენიას და ალექსანდრას ნათლიები არიან ვიქტორ იუშჩენკო და ოქსანა ბილოზირი. ცნობისათვის, პოროშენკოს მსგავსად, შვილის ნათლიად სააკაშვილმაც ვიქტორ იუშჩენკო შეარჩია და ის, ნიკოლოზ სააკაშვილის ნათლიაცაა.

 

 

პეტრო პოროშენკოსა და სააკაშვილს კიდევ ერთი საერთო შეიძლება ჰქონდეთ ბიოგრაფიაში.

პეტრო პოროშენკოც შესაძლოა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს…

როდესაც პეტრო პოროშენკოზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი სახელი უკავშირდება „როშენს“.

საკონდიტრო კორპორაცია „როშენის“ ჯგუფს სწორედ პეტრო პოროშენკო აკონტროლებს.  ის ქვეყნის მასშტაბით საკონდიტრო პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია.

კომპანიის ქარხნები მდებარეობს უკრაინის ქალაქებში: ბერშადი, კიევი, ვინიცა, მარიუპოლი და კრემენჩუგი,

ასევე ლიეტუვის ქალაქ კლაიპედასა და რუსეთის ქალაქ ლიპეცკში.

კომპანიის სახელი მისი მფლობელის გვარიდან, პოროშენკო მომდინარეობს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები