LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმ შთამბეჭდავ ციფრებზე, რომელიც გვაქვს ტურიზმის აღდგენის კუთხით, ეს არის მაგალითი როგორ უნდა მუშაობდეს ხელისუფლება

55
17-3

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ტურიზმის სექტორში არსებულ მაჩვენებლებზე საუბრობს. „მიმდინარე წელს მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმ შთამბეჭდავ ციფრებზე, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენის კუთხით, რაც არის ზუსტად მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს გუნდი, აღმასრულებელი ხელისუფლება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი განმარტებით, მათი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ტურიზმის სექტორის გაძლიერება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით კი ტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს, კოვიდპანდემიამდე ჩვენ გვქონდა რეკორდული ნიშნული ტურიზმის სექტორში. შევძელით და ვუმასპინძლეთ 9,3 მლნ საერთაშორისო მოგზაურს და ეკონომიკაში მივიღეთ 3,3 მლრდ დოლარი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები