LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის წინსვლა მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს – პრემიერი

179

ჩვენ სიღრმისეულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, დემოკრატიული პროცესის განვითარება, ხალხის კეთილდღეოება მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანია, რადგან მათ გააჩნიათ სხვანაირი ხედვა, თამამი იდეები, მომავლის სხვანაირი ხედვა და თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი.

“ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში უპირველესი გამოწვევა იყო განათლების საყოველთაო ხელმისწავდომობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი რიგი ღონისძიებები განვახორციელეთ, მივიღეთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და დღეს უკვე განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით კიდევ არის სამუშაო, თუმცა უმთავრესი გამოწვევაა განათლების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფა. ჩვენ ხელს ვუწყობ სწავლის პრინციპის დამკვიდრებასაც. უმაღლესი განათლების სფეროში ვახორციელებთ ძირეულ ცვლილებას, ხელს ვუწყობთ მოთხოვნადი დარგების განვითარებას, დავიწყეთ აკრედიტაციის ახალი სტანდარტების დამკვიდრება. მსოფლიო ბანკთან ერთად დაწყებულია უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება. საქართველოში თითოეული აბიტურიენტი, სტუდენტი, მშობელი, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი მის სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას აძლევს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების შესახებ ახალ კანონპროექტს და იმ ახალ მოდელს, რომელიც უნდა დაინერგოს სისტემაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები