LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც საქართველოდან ავტომობილები ექსპორტზე გადის

397
01

აზერბაიჯანი, სომხეთი და უკრაინა – ეს ის ქვეყნები, სადაც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით ხორციელდება. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტმა 47% შეადგინა, სომხეთში – 24%, უკრაინაში კი – 12%. აღნიშნულის შესახებ საუბარია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით ვიგებთ, რომ გასულ წელს საქართველოდან რეექსპორტზე ავტომობილების 5% ყირგიზეთში გავიდა, 2% – რუსეთში, ხოლო 7% – დანარჩენ ქვეყნებში.

რაც შეეხება ავტომობილების ექსპორტით მიღებულ შემოსავალს, მან 2018 წელს 409 მილიონი დოლარი შეადგინა.

Galt & Taggart -ის კვლევაში საუბარია ავტომობილების ღირებულებაზეც. აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები