პანდემიასთან ბრძოლას მსოფლიო კვლავ „ლოკდაუნის“ გამოცხადებით ცდილობს.

აშკარაა, კორონავირუსი უკან არ იხევს. ვაქცინის მოლოდინში კი ბევრი ქვეყნის ეკონომიკა კრიზისშია.

საქართველოში მეორედ „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება. ამას საკოორდინაციო საბჭოს წევრები ბრიფინგზე ყოველდღოიურად აჟღერებენ.

თუმცა, მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანა კვლავ ჩიკეტება, ბევრს აქვს. ოპოზიციაც დარწმუნებულია, რომ არეულობის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში ლოკდაუნი კვლავ გამოცხადდება.

ქვეყნების სია, რომლთა მთავრობამ რადიკალურ ზომას უკვე მიმართა, შემდეგნაირად გამოიყურება. 

დღეიდან საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი შევიდა ძალაში. 2020 წლის განმავლობაში უკვე მეორედ, ფრანგები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კარანტინის პირობებში იცხოვრებენ.

შეზღუდვები კი ძალიან უპერსპექტივოდ გამოიყურება.

ფრანგებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ პროდუქტების შესაძენად ან ექიმთან წასვლის მიზნით ექნებათ.

ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დისტანციურად არ შეუძლიათ, უფლება ექნებათ სამსახურში იარონ.

ფრანგებს უფლება ექნებათ დღის განმავლობაში ერთი საათით სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში ივარჯიშონ.

შეზღუდულია სოციალური კონტაქტები, ასევე აკრძალულია რეგიონებში მოგზაურობა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საზღვრები ღია რჩება.

საფრანგეთში კარანტინის მიუხედავად არ იხურება სკოლები, თუმცა ექვს წელს გადაცილებული მოსწავლეები ვალდებული იქნებიან, პირბადეები ატარონ.

საფრანგეთში კარანტინი ძალაში სულ მცირე პირველ დეკემბრამდე იქნება.

წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 135 ევროთი განისაზღვრა.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი დააწესა.

ლოკდაუნის მოქმედების განმავლობაში გადაადგილების არეალი სახლიდან 5 კილომეტრის ფარგლებში იქნება. აღსანიშნავია, რომ სკოლები და ბაღები ფუნქციონირებას განაგრძობენ.

გარდა ამისა, დაიხურება არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები, სილამაზის სალონები, რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ.

 

ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ გამოცხადდა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. სამ მილიონზე მეტ მაცხოვრებელს ახალი შეზღუდვები დაუწესდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, მოსახლეობას სახლებიდან და თავიანთი უბნიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეების შემთხვევაში.

ბარები და რესტორნები საღამოს 22:00 საათის შემდეგ აღარ იმუშავებს. ერთ მაგიდასთან კი მაქსიმუმ ექვსი ადამიანის დაჯდომაა ნებადართული.

რეგულაციები მადრიდის გარდა, დედაქალაქის შემოგარენში მდებარე კიდევ ცხრა დასახლებაში ამოქმედდა.

ჩეხეთის მთავრობამ ქვეყანაში მკაცრი საკარანტინე ზომები დააწესა.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რომან პრიმულამ განაცხადა, ქვეყანაში საცალო ვაჭრობის ყველა მაღაზია დაიხურება. ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები.

მთავრობამ დამსაქმებლებს მოუწოდა, თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს, ასევე, კლიენტებთან პირდაპირ კონტაქტს მოერიდონ.

შეზღუდვები ძალაში 3 ნოემბრამდე დარჩება.

 

მიმდინარე კვირას სამხრეთ იტალიის რამდენიმე ქალაქში „ლოკდაუნი“ გამოცხადდა. 

2 ნოემბრიდან „ნაწილობრივი ლოკდაუნი“ ამოქმედდება გერმანიაშიც.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები