LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც კაცად უფრო მარტივია ცხოვრება, ვიდრე ქალად

367
russia-chechnya-women-islamic-dress-06-01-2011

ჩვენს დროში მამაკაცებსა და ქალებს შორის თანაბარუფლებიანობამ თავის მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია. ორივე სქესი მუშაობს დირექტორად, ქმნიან ოჯახებს, როდესაც თავად მოუნდებათ, ღიად გამოთქვამენ საკუთარ აზრს. მაგრამ პლანეტა არც ისე პატარაა და არის ქვეყნები, სადაც მამაკაცები ქალებს სერიოზულად არ აღიქვამენ.

 

მალტა და ლიბანი

თუ ვინმე ფიქრობს, რომ 21-ე საუკუნეში ქალებს შეუძლიათ არაფრის ეშინოდეთ, ცდებიან. არის ქვეყნები, სადაც ქალისადმი დანაშაულს ნეიტრალურად უყურებენ.


მალტასა და ლიბანში შეუძლიათ ქალი მოიტაცონ, მის წინააღმდეგ სექსუალურად იძალადონ. მერე კი საკურთხეველთან მიიყვანონ სასჯელის თავიდან ასაცილებლად.
სხვათა შორის, ხელის თხოვნა პირდაპირ სასამართლო პროცესის დროსაც შეიძლება.
ლიბანს თუ შევადარებთ, აქ უფრო სერიოზულად უყურებენ მსგავს დანაშაულს და მოძალადე ვალდებულია მინიმუმ 5 წელი იცხოვროს ქორწინებაში.

 

პაკისტანი

ქალს არ ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალება და თან არ უნდა ქონდეთ სურვილები.
ოჯახში კაცები ხშირად სცემენ მეუღლეებს. ბევრად უარესი სიტუაციაა პროვინციებში. აქ ქალი შეიძლება გააუპატიურონ მეუღლის რაღაც პატარა შეცდომის გამო.

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკა

ჩეჩნეთში ქალებს პრაქტიკულად არ აქვთ უფლებები. ქორწილიც კი მისგან მოშორებით ტარდება, ის კუთხეში უნდა იჯდეს თითქოს რაღაც დააშავა. ქალს ჭამის და დალევის უფლებაც არ აქვს.
შემდეგ ქალები ჩეჩნეთში ბანალურ საოჯახო საქმე აკეთებენ – ბავშვების გაზრდა, საჭმლის მომზადება, საოჯახო ვითარების განმუხტვა კონფლიქტის დროს.


მართალია ოფიციალურად კატეგორიულად არ შეიძლება მომავალი მეუღლის გატაცება, მაგრამ დღემდე არსებობს ეს ძველი ტრადიცია. გოგო მიყავთ და ათხოვებენ ვიღაც უცნობზე.

 

იემენი

სუსტი და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ. ბავშვები იმდენად პატარები არიან, რომ სკოლაშიც არ დადიან. ამიტომ არაფერია გასაკვირი, რომ ამ ქვეყანაში ქალები გაუნათლებლები არიან.
საოჯახო წესდების მიხედვით, მთავარია, ქალმა ყველაფერში დაუჯეროს კაცს და აკეთოს საოჯახო საქმეები.

ეგვიპტე

ისლამის თანახმად, ქალს აქვს უფლება თავად აირჩიოს საქმრო, ოღონდ მერე ვალდებულია მისგან ყველანაირი დამცირება აიტანოს. უნდა უყვარდეს და პატივი სცეს დედამისს, და არ გაუკვირდეს ქმრის „გვერდზე გახედვა“. ეგვიპტეში განქორწინება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია. გარდა ამისა, თუ ქმარი ცოლს ღალატში წაასწრებს, ის მკაცრ სასჯელს არ მიიღებს ცოლის მკვლელობისთვის. ეს მისთვის „ღირსების საქმე“ იქნება, როგორც ამას ეგვიპტეში უწოდებენ.

 

ასეთი დამოკიდებულება ძირითადად ისლამურ ქვეყნებშია. ევროპაში ფაქტობრივად ყველგან თანასწორობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები