LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, რომლებსაც თავისი ვენეცია აქვთ

390
little-venice-other-country

იტალიური ვენეცია მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულებას წარმოადგენს. წყალზე გაშენებულ ქალაქს ქუჩების ნაცვლად არხები აქვს და ეს სილამაზე უემოციოდ არავის ტოვებს. თუმცა, მსოფლიოში არის უამრავი ნაკლებად ცნობილი ქალაქი, რომელიც ვენეციას საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევდა და არც არხების, ხიდების თუ გონდოლების სიმცირეს განიცდის. თანაც, ამ ქალაქების მონახულება ბევრად იაფი დაგიჯდებათ და ტურისტთა ნაკადებიც ნაკლებად შეგაწუხებთ.

წყალზე გაშენებული ულამაზესი ქალაქები:

ემპურიაბრავა

ესპანური კატალონიის საზღვრებში განთავსებულ ულამაზეს ქალაქს ესპანურ ვენეციად იცნობენ. ქალაქში მდებარე არხების სიგრძე 25 კმ–ს აღწევს და სხვადასხვა შენობებამდე მისვლა როგორც წყლით ასევე სახმელეთო გზითაცაა შესაძლებელი. ემპურიაბრავას მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ესაა.

ავეირუ

ლისაბონიდან 250 კმ–ს დაშორებით ულამაზესი პატარა ქალაქი ავეირუ მდებარეობს. ავეირუ პორტუგალიის ერთ–ერთ ყველაზე მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. დასახლება ტურისტებს ულამაზესი არხებით და მომნუსხველი არქიტექტურით იზიდავს.

ფორტ–ლოდერდეილი

წყალზე გაშენებული თავისი ქალაქი შტატებსაც აქვს. საკურორტო ქალაქი ფორტ–ლოდერდეილი ფლორიდას შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს. ქალაქში იმდენი არხია, რომ თითო ნავი ყველა ოჯახში ინახება.

უჩჟენი

ჩინეთი ვიზიტორებს ვენეციის მსგავს რამდენიმე ქალაქს სთავაზობს. მაგალითად, ცზიანსუს პროვინციაში მდებარეობს სოფელი უჩჟენი, რომელიც არხებით, ორიგინალური ნაგებობებით და ქვის ხიდებით გამოირჩევა.

გოტხორნი

თავისი ვენეციის გარეშე არც ნიდერლანდები დარჩა. ამსტერდამიდან სულ რაღაც 120 კმ–ში ტურისტებს ულამაზესი გოტხორნი დახვდებათ. ქალაქში საავტომობილო გზები არ არსებობს და გადაადგილება ველოსიპედით ან წყლის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები