LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში სასტუმროების სექტორი ფაქტობრივად მკვდარია, 100 ათასი ადამიანი – უმუშევარი

66
Hotel-Sht

პანდემიის დროს ყველაზე მეტად სასტუმროების სექტორი დაზარალდა, სექტორი, ფაქტობრივად, არის მკვდარი, – ამის შესახებ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

„ყველაზე დაზარალებული სექტორი ვართ ქვეყანაში, თითქმის ყველაფერი დახურულია. თითზე ჩამოსათვლელი სასტუმრო მუშაობს ქვეყანაში და ამ მომუშავე სასტუმროებსაც უთხრეს, რომ ახალი წლის ღონისძიება არ გააკეთოთო. სექტორი, ფაქტობრივად, არის მკვდარი. მოლოდინი არ გვქონია, გახსნაზე. მოლოდინის გაჩენამ ბევრჯერ დაგვაზარალა ადრე, წინა პერიოდში, რადგან ველოდით, უნდა გავხსნილიყავით, ან გახსნილი ვიყავით და პროდუქტი იყო შეძენილი, პერსონალი აყვანილი და უცბათ ვიხურებოდით. ახლა, ამ პერიოდში მზადება აღარ გვქონია“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დღესაც ერთ ათეულზე მეტი სასტუმრო არაა გახსნილი.

„სასტუმროების სექტორი არის აბსოლუტურად განადგურებული, სექტორი აღარ არსებობს, სასტუმროების სექტორში 100 ათასი ადამიანია უმუშევარი. ჩვენს სექტორს იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოდან პირველი პულსი გაესინჯება, გვინდა, ეს დავიჯეროთ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, სასტუმროებში არსებული რესტორნებიც მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები