LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება: უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი

241
BeFunky-collage (6)

„რა თქმა უნდა , ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

მიუხედავად ამისა, გახარიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, თითოეულ მოქალაქეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

“ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენი სოციალური მიმართულებით ყოველდღიური ცხოვრებით უკიდურესად მნიშვნელოვანია, თუმცა ვირუსი არსად წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა იქნება ჩვენთან და მთელ მსოფლიოში. სოციალური მოთხოვნის და პირბადის მოთხოვნა ძალაში რჩება“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. ცნობისთვის, დღეს საქართველოში „კოვიდ 19“-ის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევაა,  სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები