LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი თითქმის 18 ლარით გაიზარდა

106
450405bad7f289742ed44c975a5d601f-XL

მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 18 ლარით, უფრო კონკრეტულად კი 17.8 ლარით გაიზარდა. ამავე წლის წინა თვესთან, ანუ ივლისთან შედარებით კი, ეს მაჩვენებელი 2 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აგვისტოში 189,2 ლარით განისაზღვრა, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 187,2 ლარი იყო.

რაც შეეხება საშუალო ოჯახს, მისი საარსებო მინიმუმი აგვისტოში 317,3 ლარით განისაზღვრა.

სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით კი, საარსებო მინიმუმი ასეთია:

ორსულიანი ოჯახი – 268.1 ლარი;

სამსულიანი – 301.6 ლარი;

ოთხსულიანი – 335.1 ლარი;

ხუთსულიანი – 377.0 ლარი;

ექვს და მეტსულიანი – 445.7 ლარი.

შეგახსენებთ, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები