LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

337
shutterstock_793237669

ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით არის გაზრდილი და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 179.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა იანვარში ეს მაჩვენებელი 178.6 ლარი იყო. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3.7 ლარით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებითვე, იანვართან შედარებით, თებერვალში 50 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 158.7 (იანვარში 158.2 ლარი იყო) ლარი შეადგინა, 1 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 300.5 ლარი გახდა, მაშინ, როცა იანვარში 299.5 ლარს შეადგენდა.

ოჯახის ტიპების მიხედვით, საარსებო მინიმუმი ასეთია:

ერთსულიანი – 158.7 ლარი;

ორსულიანი – 253.9 ლარი;

სამსულიანი – 285.6 ლარი;

ოთხსულიანი – 317.3 ლარი;

ხუთსულიანი – 357.0 ლარი;

ექვს და მეტსულიანი – 422.1 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები