LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მშენებლობა გაძვირდა – სამშენებლო მასალებზე ფასები გაზრდილია

124
remont

ქვეყანაში მშენებლობა გაძვირდა – კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით.

ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.1 პროცენტითაა გაზრდილი. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. გარდა ამისა, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4 პროცენტით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები