LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, რამდენიმე კვირით ადრე დასვენების დაგეგმვა ვეღარ ხერხდება

156
6191371-w0pprchffdc

არსებული ​ეპიდვითარებიდან გამომდინარე წინასწარ, რამდენიმე კვირით ადრე, დასვენების დაგეგმვა ვეღარ ხდება, – ამის შესახებ კახეთში მდებარე სასტუმრო “ამპელოს“ გენერალური მენეჯერი აცხადებს.

გვანცა კოღუაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში მდებარე სასტურომები სტუმრების სიმცირეს არ უჩივიან.

„ჩვენს სასტუმროში მაქსიმალურადაა დაცული COVID-სტანდარტები. თანამშრომლების რაღაც ნაწილი ორჯერ თუ არა, ერთჯერადად უკვე ვაქცინირებულია. დანარჩენ პერსონალს რაც შეეხება, კვირაში ერთხელ მათ უტარდებათ ტესტირება. ყველაფერი კეთდება, რომ სტუმრებისთვის ვიყოთ მაქსიმალურად უსაფრთხო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იქედან გამომდინარე, რომ კახეთში ეპიდვითარება ამ დროისათვის მწვავე არ არის, ამ ეტაპზე, არსებული ჯავშნებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ, თუმცა აგვისტოზე ჯერჯერობით იგივეს თქმა არ შეგვიძლია”, – აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

მისივე თქმით, სასტუმრო „ამპელოს“ სტუმრების 99%-ს შიდა ტურისტები წარმოადგენენ. უცხოელი ვიზიტორები კი ძირითადად გალფის და ევროკავშირის ქვეყნებიდან არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები