LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი – “სისხლის ბანკის” დირექტორი

სისხლის ბანკი

ბავშვების ტრავმამ რა თქმა უნდა დეფიციტი არ გამოიწვია, მაგრამ ქვეყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი!, – ამის შესახებ შპს „სისხლს ბანკის“ დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განცხადება, რომ ქვეყანაში სისხლის კომპნენტების დეფიციტია, მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეც გაკეთდა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა.

„სისხლის ბანკის“ დირექტორი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მინისტრს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს მათ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ უკვე მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. ლოლიაშვილი მზად არის დაინტერესებულ პირებს, ასევე მედიას წარუდგინოს კონკრეტული ციფრები, თუ რამდენი სისხლია გახარჯული და რა რაოდენობის სისხლის მარაგია ამ ეტაპისთვის.

„მე ვერ ვიგებ ეს გაღიზიანება რამ გამოიწვია. ბავშვების ტრავმამ, რა თქმა უნდა, დეფიციტი არ შექმნა. ჩვენ გვქონდა სისხლის კომპონენტები, მივაწოდეთ ყველას, მაგრამ განვაცხადეთ, რომ შეიძლება შეიქმნას დეფიციტი. ეს უბრალოდ დაემთხვა იმას, რომ გუშინ მოხდა უბედური შემთხვევა. ხალხნო, ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი ბინძურები ვიყოთ, რომ ვიღაცის გამო რაღაცას ვიყენებდეთ. ამას მოწმობს ის, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადებული გვქონდა მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე და არაერთ მედიასაშულებაში“, – განაცხადა დავით ლოლიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები