LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ახალი პროფესიული კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ იწყებს ფუნქციონირებას

102
243082142-4490533531003582-8915537983778781883-n

დმანისის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიიღებს.

მსგავსი ტიპის პროფესიული სასწავლებლები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას სოფლის მეურნეობით და აგრარულ სფეროში ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას.

შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ქართული და შვეიცარიული ინვესტიციით აშენდა, მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით კადრების მომზადებას ითვალისწინებს. სასწავლო პროგრამა, პროექტის მთავარი პარტნიორის, შვეიცარიული აგრარული სკოლის „პლანტაჰოფი“ მიერ არის შედგენილი და თეორიული და პრაქტიკული სწავლების 3-წლიან კურსს მოიცავს. კოლეჯის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შვეიცარიული სტანდარტის შესაბამისი ყველის თანამედროვე ქარხანა და მეცხოველეობის ფერმა, სადაც, პროფესიონალების ხელმძღვანელობით, სტუდენტები თავადაც ჩაერთვებიან ყოველდღიურ საქმიანობაში და მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.

პროექტი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან და ფერმერთა ასოციაციასთან.

„შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღებს. კოლეჯში, რომლის კამპუსიც 30 სტუდენტზეა გათვლილი, ამ ეტაპზე, 10 მოსწავლე ირიცხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები