LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში 23 პროცენტით ნაკლები საწარმო დარეგისტრირდა

66
shutterstock-1610844865.0

2021 წლის იანვარში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 2 830 ახალი საწარმო, რაც 23 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, 8 პროცენტით შემცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობაც და 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

„რაც შეეხება მიზეზებს, მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით, თუმცა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა ასევე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოების მოცულობაც. 18 პროცენტით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი და დაახლოებით 26 პროცენტით შემცირდა ცემენტის იმპორტის მოცულობა“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, კლება შეინიშნება ასევე ტრანსპორტის სექტორშიც, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სექტორშიც, როგორც საქალაქო, ასევე საგარეუბნო სამგზავრო ტრანსპორტის მიმართულებით.

რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კლებას, საქსტატის განმარტებით, ეს ძირითადად  განპირობებული იყო  საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებითა და „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვებით. „დაახლოებით 94 პროცენტით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რამაც შეამცირა ტურისტული სააგენტოების და ტურ-ოპერატორების შემოსავლების მოცულობაც“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები