LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანას უნდა გავუწიოთ ანგარიში – არჩილ თალაკვაძე

117
6a50c9cc0f667726695a092dcb0e894b-XL

პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან ბოლო პერიოდის აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის განცხახდებით, შემცირებული ტურისტული ნაკადი აუცილებლად აღდგება.

„აღვადგენთ ეკონომიკასაც და დავაბრუნებთ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო“ – განაცხადა თალაკვაძემ

ამით ის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტურიზმიდან შემოსავალი ივლისში 13,3 პროცენტით შემცირდა.

ბუნებრივია, ტურისტული ნაკადების შემცირება მცირე ბიზნესზე აისახა.

თუმცა, ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ, დამაიმედებელი განცხადება ვერ გააკეთა.

ვალების დაფინანსების რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ შეზღუდულია და ქვეყანას უნდა გავუწიოთ ანგარიში, – ასე უპასუხა არჩილ თალაკვაძემ ქობულეთში სასტუმროების მეპატრონეებს, რომლებმაც აქცია გამართეს და ტურისტული სეზონის ჩავარდნასთან დაკავშირებით, ვალების რესტრუქტურიზაცია ან პროცენტების სუბსიდირება მოითხოვეს.

თალაკვაძემ მომავალზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავრობას სოციალური პროექტები კვლავ ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები