LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა“ – რა მოლოდინი აქვს პრემიერს ნატო-ს სამიტის წინ

76
BeFunky-collage (2)

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის დელეგაცია ხვალ, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განცხადება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაცია იმ პროგრესის შეფასებასა და აღიარებას ელის, რასაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

„პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღეთ და ველოდებით, რომ შეფასებული, აღიარებული იქნება ყველა ის პროგრესი, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში მიიღო. ჩვენს ევროპელ ლიდერებთან მაღალი დონის შეხვედრები მექნება. მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით.

ჩვენ კრწანისში ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, ჯარში აქტიური რეფორმები მიმდინარეობს, ტრანსფორმაციის პროცესი და რეფორმების და ყველა ის დინამიკა იქნება შენარჩუნებული და ქვეყანა გავა სამშვიდობოზე, როგორც იტყვიან,“ – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები