LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის, გაურკვეველია პროცესებია, ეს არაა სამართლებრივი დავა – თემურ ჭყონია

243
chkonia-xazaradze

ბიზნესმენი თემურ ჭყობია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი ჩვეულებრივი კი არა, მსოფლიო დონის ბიზნესმენები არიან. ეს, ჭყონიას თქმი, იმას ნიშნავს, რომ მათ საზღვარგარეთ მთელი ბიზნესელიტა იცნობს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისევ ქვეყანას აზიანებს. ბიზნესმენი თვლის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის დავა ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა არაა. სხვა შემთხვევაში, პრკურატურა მას ასეთ მნიშვნელობას არ მიანიჭებდა და ამდენ პრესკონფერენციას არ გამართავდა. 

„ქვეყანა ეკონომიკურად არსაით მიდის და ამასობაში, მსოფლიო დონის ბიზ­ნესმენების გარშემო საქართველოში­ გაურკვეველი პროცესებია და მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, საერთაშორისო დონის ბიზნესმენები არიან და ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან გასული. მათ იცნობს მთელი ბიზნესელიტა საზღვარგარეთ, ვისაც შესაძლოა საქართველოს მიმართ ინტერესი აქვს და რა წარმოდგენა უნდა დარჩეთ ჩვენს ქვეყანაზე? არ სჭირდება ამ საქმეს 2-3-წლიანი გამოძიება, რომ ეს თემა მუდმივად ატრიალო და შექმნა ხმაური . თუ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი დავაა, რატომ აძლევენ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საგანგებო პრესკონფერენციებით? თუ ისეთი არაფერი ხდება­ და პროკურატურა მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობს, მოხდა თუ არა დანაშაული, რატომ გახდა ეს თემა პოლიტიკური განცხადებების მთავარი საგანი? სწორედ არასწორი კომუნიკაციიდან გამომდინარე იგრძნო რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა მის წინააღმდეგ. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, გამოძიებამ ბრალი უნდა დაასაბუთოს. ის, რაც ახლა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარშემო ტრიალებს, ნორმალური არ არის”, – აცხადებს თემურ ჭყონია “კვირის პალიტრასთან” საუბარში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები