LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა დაახლოებით 350 ათას ოფიციალურ სამუშაო ადგილს დაკარგავს – პრემიერი

83
Fired

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით შექმნილ კრიზისულ პერიოდში ქვეყანა დაახლოებით 350 ათას ოფიციალურ სამუშაო ადგილს დაკარგავს, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც.

„პროგნოზების დონეზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რომელიც დღეს არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით 350 ათასი ფორმალური ოფიციალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ მინიმუმ. ამაზე გათვლით გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზება გაკეთებული, თუმცა ამის გარდა, იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილში სერიოზული პრობლემები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფერმერებზე, რომლებსაც გახარიას თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეექმნებათ პროდუქციის რეალიზების პრობლემა და ამასთანავე ისინი დადგებიან, წარმოებულ პროდუქციაზე ფასების რადიკალურად კლების ფაქტის წინაშე.

„ამიტომ, ჩვენი შემდგომი ყურადღებისა და დახმარების ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა,“- ამბობს პრემიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები