LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ სწორი მიმართულებით… ხელისუფლება, რომელიც უკეთ წაიყვანდა საქართველოს არ არსებობს – უმრავლესობის დეპუტატი

243
470--ნოზაძე1-1533215319-1024x538

“ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით და მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დამოუკიდებლობას, დემოკრატიულობას უზრუნველყოფდა… ჯერჯერობით ამის მონახაზი არ არსებობს.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნოზაძე აცხადებს, NDI – კვლევებს ანგარიშს უწევს, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია რომელი ორგანიზაცია ატარებს კველვებს და რა ფორმულირებით უსვამენ კითხვებს რესპოდენტებს.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ოპოზიციას საქართველოში ლიდერი არ ჰყავს და მათი ლიდერი მხოლოდ სააკაშვილია.

“იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ და გაერთიანებული ოპოზიციაც პირობითია, მათ საქართველოში ლიდერი არ ჰყავთ. მათი ლიდერი არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი” – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები