LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქურდეს: მოპარულია სეიფი

376
119981207-248379596523521-6533386398063920043-n

19 სექტემბერს, ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელექსპრესი“ გაქურდეს. ქურდობა გვიან ღამით მოხდა, უცნობმა პირებმა, კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში შეაღწიეს.

როგორც „ინტელექსპრესის“ადვოკატი აცხადებს, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, თუმცა შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს, რის გამოც დამნაშავეებმა გაქცევა შეძლეს. სავარაუდოდ ადგილიდან დიდი რაოდენობის თანხაა წაღებული.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “ფორტუნა” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც მომხდარ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია რა ოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

შსს მომხდარ ფაქტს სსკ-ის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, ამოღებულია სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და გამოკითხული არიან ადგილობრივები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები