ქუთაისში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა. როგორც ცნობილია, ეს ორი პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გუშინ შევიდა.
ექიმ თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ექიმი მეორე შემთხვევას შიდაგავრცელებას უკავშირებს.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურში რვა პაციენტი მკურნალობს.
აქედან სამის დაინფიცირების პირველწყარო უცნობია, ეპიდემიოლოგები სამივე შემთხვევას და მათ კონტაქტებს იკვლევენ.