LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედზე მჯდომ ბავშვს დაეჯახა

320
BeFunky-collage (3)

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები