ქუთაისში აღდგომის ღამეს ქურდობა მოხდა – ჯიბლაძის ქუჩაზე კომენდანტის საათის დროს სახლი გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველები სახლში იმ დროს შეიპარნენ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მათ 500 ლარის, 100 ევროს და ძვირფასი ნივთების წაღება მოახერხეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.